ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

600 დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა – უკრაინის არმიამ რუსების საზღვაო ქვეითთა ნაწილები დაამარცხა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს 155-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ნაწილები (სამხედრო ნაწილი 30926, ვლადივოსტოკი).

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტმა რომან ციმბალიუკმა განაცხადა.

მისი თქმით, მტრის საზღვაო ნაწილები ბრიგადის სარდლობის ნაჩქარევი გადაწყვეტილებების შედეგად განადგურდა.

“ზარალმა შეადგინა დაახლოებით 600 დაღუპული და ამდენივე დაჭრილი. ამავდროულად, ბრიგადის პერსონალს არ აქვს წვდომა საკვებსა და საცხოვრებელზე”, – თქვა ციმბალიუკმა.

შეგახსენებთ, რომ ლვოვში სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა – დაშავებულია, სულ მცირე, 134 ადამიანი.

ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების თავდასხმებს 85 ბავშვი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი დაშავდა.

 

 

 

იტვირთბა....