უკრაინაში რუსი გენერალი, ანდრეი სუხოვეცკი დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიროვის ოლქში რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების წარმომადგენელმა სერგეი ჩიპილევმა განაცხადა.
“სუხოვეცკი ადრე მე-7 საჰაერო სადესანტო დივიზიას მეთაურობდა, ცოტა ხნის წინ კი 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე იყო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უახლესი ცნობებით, ასობით რუსული ჯავშანტექნიკა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა ამჟამად „გაჩერებულია“.
როგორც “ბიბისი” იუწყება, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურება.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 9000 რუსი სამხედრო, განადგურდა ათეულობით რუსული სამხედრო ტექნიკა.

