aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

დაიღუპა 9000 რუსი სამხედრო, განადგურდა ათეულობით რუსული სამხედრო ტექნიკა – უკრაინის გენშტაბი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაიღუპა 9000 რუსი სამხედრო, განადგურდა ათეულობით რუსული სამხედრო ტექნიკა, – ოკუპანტის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საოკუპაციო ძალების დანაკარგი ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, 3 მარტამდე ასეთია

  • 9 000 ადამიანი
  • 217 ტანკი
  • 90 – საარტილერიო სისტემა
  • 42 – MLRS
  • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 11,
  • თვითმფრინავი – 30 ერთეული (ინფორმაცია უნდა დაზუსტდეს),
  • ვერტმფრენები – 31 ერთეული (ინფორმაცია დაზუსტდება);
  • სატრანსპორტო საშუალებები – 374,
  • მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები – 2 ერთეული,
  • საწვავის ავზები – 60,

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მონაცემები ამ დროისთვის კიდევ ზუსტდება.

უახლესი ცნობებით, ასობით რუსული ჯავშანტექნიკა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა ამჟამად „გაჩერებულია“.

როგორც “ბიბისი” იუწყება, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 მარტს უკრაინელმა სამხედროებმა რუსების 3 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი გაანადგურეს.

 

იტვირთბა....