უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 მარტს უკრაინელმა სამხედროებმა მათი 3 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი გაანადგურეს.
“2 მარტს Су-24 და Су-25 საბრძოლო თვითმფრინავების ეკიპაჟებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო დანაყოფებს დახმარება გაუწიეს – გაანადგურეს რუსული სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კოლონები კიევში, სუმიში, ჩერნიგოვსა და ხარკოვში.
“დღის განმავლობაში საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 2 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი. გჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების!”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
უახლესი ცნობებით, ასობით რუსული ჯავშანტექნიკა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა ამჟამად „გაჩერებულია“.
როგორც “ბიბისი” იუწყება, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურება.