aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ლავროვი: სანქციებისთვის მზად ვიყავით, თუმცა ამას არ ველოდით

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთი სანქციებისთვის მზად იყო, მაგრამ გაკვირვებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი სპორტსმენებსა და მედიის მუშაკებს შეეხო, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ Al Jazeera- სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მზად ვიყავით სანქციებისთვის, მაგრამ არ ველოდით, რომ ისინი გავლენას მოახდენდნენ სპორტსმენებზე, მსახიობებზე და მედიის მუშაკებზე“, – ციტირებს არხი რუსეთის დიპლომატიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის სიტყვებს.

უახლესი ცნობებით, ასობით რუსული ჯავშანტექნიკა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა ამჟამად „გაჩერებულია“.

როგორც “ბიბისი” იუწყება, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 მარტს უკრაინელმა სამხედროებმა რუსების 3 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი გაანადგურეს.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 9000 რუსი სამხედრო, განადგურდა ათეულობით რუსული სამხედრო ტექნიკა.
იტვირთბა....