aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – უკრაინის ხელისუფლება

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსმა ოკუპანტებმა  2000-ზე მეტი უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ დავალების შესრულებისას დაიღუპა 10 მაშველი და დაშავდა 13.

„ომის შვიდი დღის განმავლობაში რუსეთმა გაანადგურა ასობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი, საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები. ამ დროის განმავლობაში 2000-ზე მეტი უკრაინელი უკვე დაიღუპა. ჩვენ მოვახერხეთ 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, 400-ზე მეტი ხანძრის ლიკვიდაცია, მტრის დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია, 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. პიროტექნიკოსებმა გაანეიტრალეს 416 ასაფეთქებელი ობიექტი”, – აცხადებენ სახელმწიფო საგანგებო სამსახურში. .

მაშველებმა აღნიშნეს, რომ უკრაინას რთულ დროს დახმარებას უწევს მეზობელი მოძმე სახელმწიფო პოლონეთი. მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, პოლონელები უკრაინელ მაშველებს შვიდ ერთეულ თანამედროვე სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობას გადასცემენ.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუს ოკუპანტებს უკრაინელ მეომრებთან პირდაპირი დაპირისპირება აშინებდათ და ამიტომ, დისტანციიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე სროლის ტაქტიკაზე გადავიდნენ.

ამასთან, ყირიმში განლაგებული რუსული 810-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუს ოკუპანტებს რესურსი ეწურებათ და ომში კურსანტებს უშვებენ.

იტვირთბა....