aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ყირიმში განლაგებული რუსული საზღვაო ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყირიმში განლაგებული რუსული 810-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, საზოგადოებრივი ორგანიზაცია თავდაცვის სტრატეგიების ცენტრი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ყირიმში საზღვაო ქვეითების პერსონალი, დემორალიზებულ მდგომარეობაშია.

“სანდო წყაროების მიხედვით, ყირიმში საზღვაო ქვეითების პერსონალი, დემორალიზებულ მდგომარეობაშია. ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია ყირიმის უკრაინელი მოსახლეობის საკმარისი ინფორმირებით რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შესახებ.

უკრაინის მოტივირებული და პროფესიონალი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში მონაწილეობის რისკების გაცნობიერებამ გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის ძლიერი წინააღმდეგობა, კრემლის უიმედო კამპანიაში მათი წარმომადგენლების მონაწილეობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე საზღვაო 810-ე ცალკეული ბრიგადა (მუდმივი განლაგების ქალაქი არის ყირიმი) კატეგორიულ უარს ამბობს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე, ხოლო მოსახლეობა – მობილიზებაზე. მოსალოდნელია, რომ ეს განწყობა ყირიმში მყოფ  ყველა რუსულ ჯარსა და მოქალაქეზე გავრცელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუს ოკუპანტებს უკრაინელ მეომრებთან პირდაპირი დაპირისპირება აშინებდათ და ამიტომ, დისტანციიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე სროლის ტაქტიკაზე გადავიდნენ.

 

 

იტვირთბა....