უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუს ოკუპანტებს უკრაინელ მეომრებთან პირდაპირი დაპირისპირება აშინებდათ და ამიტომ, დისტანციიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე სროლის ტაქტიკაზე გადავიდნენ.
რეზნიკოვის თქმით, რუსი დამპყრობლები საკუთარი ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყონის შენარჩუნებას ცდილობენ, თუმცა, სულ უფრო მეტი ჯარისკაცი ამბობს უარს ბრძოლის გაგრძელდებაზე და ტყვედ ბარდება.
“თავდაცვის 147 საათი. მოვლენებათა მიმდინარეობა იცვლება. რუსი ოკუპანტები ცდილობენ, როგორმე შეინარჩუნონ თავიანთი ქვედანაყოდების საბრძოლო მზადყოფნა, მაგრამ მათი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება. ამაზე მეტყველებს არაერთი შემთხვევა, როცა რუსი სამხედროები, ოფიცრებთან ერთად, ჯგუფებად ბარდებიან ტყვედ და ასევე, შემთხვევები, როდესაც უარს აცხადებენ ბრძოლის გაგრძელებაზე”, – წერს რეზნიკოვი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლიდან აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს.