რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის ტემპი შეანელეს, – აღნიშნულის შესახებ დილის 06:00 საათისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული ინფორმაციაშია ნათქვამი.
„რუსმა ოკუპანტებმა შეანელეს შეტევის ტემპი, მაგრამ ისინი კვლავ ცდილობენ მიაღწიონ წარმატებას გარკვეულ სფეროებში უკრაინის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციის დროს“, – ნათქვამია მოხსენებაში.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, ოკუპანტებმა მოღალატეობით განახორციელეს სარაკეტო თავდასხმა საცხოვრებელ შენობებზე ქალაქებში ჟიტომირსა და ჩერნიგოვში“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამავდროულად, რუსი დამპყრობლების ყველა მცდელობა სამხედრო ოპერაციის მიზნის მისაღწევად ჩავარდა.
„შესაძლებელია ბატალიონურ-ტაქტიკური ჯგუფების თავდასხმების წარმატებით მოგერიება გარეუბანშიც კი.ეს აიძულებს მტერს შეტევაზე უარი თქვას.
მტერი დემორალიზებულია და დიდ ზარალს განიცდის. ხშირია დეზერტირების და დაუმორჩილებლობის შემთხვევები. მტერი მიხვდა, რომ პროპაგანდა და რეალობა განსხვავებულია. დამპყრობლებს ჩვენი ეშინიათ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარის ინფორმაციით, დაიღუპა 5 300 რუსი ჯარისკაცი, განადგურდა თითქმის 200 რუსული ტანკი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.