ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კონჭკათში, “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს. “გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბანკის ფილიალი სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბანკიდან ქურდებმა 28 ლარი წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო-საგამომძიებლო ღონისძიებები.
წყარო: gurianews.com