უკრაინული მედიის ინფორმაციით, 3 აპრილის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე ბალისტიკური რაკეტები განახორციელეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი დაშავდა.
რუსების თავდასხმის ქვეშ სამი რაიონი, ოსნოვიანის, კიევის და შევჩენკოვის რაიონები მოხვდნენ. დაზიანებულია საოფისე და საცხოვრებელი შენობები.
ამასთან, სუმის ოლქში, ქალაქ შოსტკაზე რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 29 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაშია.
უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსებმა შოსტკა მართვადი საჰაერო ბომბებით დაბომბეს.

