აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ისა და ისრაელის ხუთკვირიანი ინტენსიური დარტყმების მიუხედავად, ირანის რაკეტების გამშვები სისტემების ნახევარი ხელუხლებელია, ასევე ათასობით თავდამსხმელი დრონი რჩება – “სიენენი“

ახლო აღმოსავლეთში ქაოსის შესაქმნელად ირანს საკმარისი რაკეტები და დრონები რჩება, – ამის შესახებ „სიენენი“აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით იტყობინება.

მათივე ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის ხუთკვირიანი ინტენსიური დარტყმების მიუხედავად, ირანი რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ინარჩუნებს.

დაზვერვის ინფორმაციით, ირანის რაკეტების გამშვები სისტემების ნახევარი ხელუხლებელია, ასევე ათასობით თავდამსხმელი დრონი თეირანის არსენალში კვლავ რჩება.

დაზვერვის თანახმად, ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი გვირაბებსა და გამოქვაბულების ფართო ქსელებშია, რაც ართულებს მათ განადგურებას. მათივე ცნობით, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი დარტყმების შემდეგ მიწით იყოს დაფარული, მაგრამ არ განადგურებულა.

„აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ ირანის შესაძლებლობები მკვეთრად შეზღუდულია და სარაკეტო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურებულია. თუმცა დაზვერვა უფრო რთულ სურათს გვთავაზობს, ირანს კვლავ შეუძლია, დარტყმების განხორციელება და რეგიონში ქაოსის დათესვა“, – განაცხადა „სიენენის“ ერთ-ერთმა წყარომ.

იტვირთბა....