გასული ღამის განმავლობაში ირანმა ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, თელ-ავივსა და ახლომდებარე ქალაქებში განგაშის სიგნალების ხმა ისმოდა.
The Times of Israel-ის ინფორმაციით, კასეტური ქობინის მქონე რაკეტის მოგერიება ვერ მოხერხდა.
თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სახლები, გზები და ავტომობილები.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ირანის ხელისუფლების განცხადებით, მათ დრონით თავდასხმა ასევე განახორციელეს იორდანიაში, ალ-აზრაკის ბაზაზე, აშშ-ის გამანადგურებლებზე.
ქუვეითის თავდაცვის ძალების ინფორმაციით კი, მათ ბოლო 24 საათის განმავლობაში ორი ირანული ფრთოსანი რაკეტა და 13 დრონი ჩაჭრეს. კვლავ დაძაბული ვითარებაა ისრაელისა და ლიბანის საზღვარზეც.
ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით, კონფლიქტის განახლებიდან დღემდე ლიბანში, სულ მცირე, 1 345 ადამიანი დაიღუპა, 4 040 კი დაშავდა.

