ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აშშ-ის მიერ ირანში ხიდის დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის სამოქალაქო ობიექტების განადგურება ირანელებს დანებებას ვერ აიძულებს.
„სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, მათ შორის ჯერ არ აშენებული ხიდების, ირანელებს დანებებას არ აიძულებს. ეს მხოლოდ მიუთითებს მტრის მორალურ განადგურებასა და დამარცხებაზე, რომელიც ქაოსის მდგომარეობაში იმყოფება. თითოეული ხიდი და შენობა აღდგება და უფრო ძლიერი გახდება. რაც არ აღდგება, არის ამერიკის რეპუტაციული ზიანი“, – დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ირანის ყველაზე დიდი ხიდის განადგურებას ასახავს.

