ახალი ამბები მსოფლიო

კალაძე: უკრაინის ტკივილი საქართველოს ტკივილია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

“უკრაინის ტკივილი საქართველოს ტკივილია. სიმტკიცესა და გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს”. – წერს საკუთარ ტვიტერის გვერდზე კალაძე.

ბოლო ცნობებით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა – ოფიციალური კიევი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი მოლაპარაკებისთვის მზად არიან.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი დაწყებულია.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებების გამართვას ბუდაპეშტში სთავაზობს.

იტვირთბა....