ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

🎥ირაკლი კობახიძე ოჯახის სიწმინდის დღეს ,,ენა, მამული, სარწმუნოების” დაცვის დღეს უწოდებს

“არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას”, – ასე მიმართა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების ტაძართან შეკრებილ მოქალაქეებს.

მას შემდეგ, რაც მეუფე შიომ რუსული კანონთან დაკავშირებით თქვა, რომ კანონი ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ მოსწონს, რომ ეკლესიაშიც ამ კანონს მოწინააღმდეგები ჰყავს და ქუჩაში რაც ხდება, საპატრიაქოს შეშფოთებას იწვევს, ირაკლი კობახიძე პასუხისმგებლობას იხსნის და საზოგადოების გახლეჩვაში სხვებს ადანაშაულებს.

გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით ჩვენი ძვირფასი ქვეყნის, საქართველოს თითოეულ შვილს, ჩვენს ძმებს და დებს. დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ფასეულობების დაცვის დღე. ეს არის ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვის დღე. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის დღე და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე, რომელიც არს ძალიან ამაღელვებელი თითოეული ჩვენგანისთვის, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გააერთიანა.

რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის იდენტობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის ადამიანებს შორის სიყვარული. არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენს შორის სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენი მოქალაქე გაერთიანდეს სიყვარულის გარშემო. ერთიანობა სიყვარულის გარშემო არის ის, რაზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ვზრუნავდეთ. ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას სიყვარულით. სიყვარულით შეგვიძლია ასევე გავერთიანდეთ ჩვენს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. გაუმარჯოს ჩვენს ერთიან საქართველოს, რომელიც გაერთიანებულია სწორედ ადამიანებს შორის სიყვარულით. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

“როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება” – რუსული კანონის დამტკიცებაზე “ქართულმა ოცნებამ” საპატრიარქოს მხარდაჭერა ვერ მიიღო.

იტვირთბა....