ახალი ამბები მსოფლიო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებების გამართვას ბუდაპეშტში სთავაზობს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებების გამართვას ბუდაპეშტში სთავაზობს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს.

„მწუხარებითა და შეშფოთებით ვხედავ საერთაშორისო პოლიტიკისა და პრესის ზოგიერთი წარმომადგენელი როგორ არ წყვეტს ტყუილის გავრცელებას. მე არ მესმის როგორ მართავს ზოგიერთი ადამიანი „ფეიკ ნიუსების საწარმოებს“, როდესაც ადამიანები ომის გამო იხოცებიან.

ახლა ისინი იტყუებიან, რომ უნგეთი ბლოკავს ზოგიერთ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის SWIFT-ის სისტემასთან დაკავშირებით. ცხადად ვამბობ: ეს სიმართლე არ არის! ჩვენ არასდროს არ გამოვსულვართ არანაირი სანქციის წინააღმდეგ, არ დაგვიბლოკავს და არაფერს არ ვბლოკავთ,“- განაცხადა მინისტრმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთს სურს მშვიდობა.

„სწორედ ამიტომ ვმუშაობ მე, სწორედ ამიტომ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები ბუდაპეშტში“- განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბოლო ცნობებით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა – ოფიციალური კიევი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი მოლაპარაკებისთვის მზად არიან.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი დაწყებულია.

იტვირთბა....