ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ერდოღანს…უკრაინელი ხალხი ამას არ დაივიწყებს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინისთვის შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდების გავლის აკრძალვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ვლადიმერ ზელენსკი ერდოღანს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ უკრაინელი ხალხი ამ ნაბიჯს არ დაივიწყებს.

“მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს, ბატონ პრეზიდენტს, ერდოღანს და თურქ ხალხს ძლიერი მხარდაჭერისთვის. შავ ზღვაში სამხედრო გემების გავლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია. უკრაინელი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს!”, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, რუსეთის SWIFT-დან გათიშვას ყველა ევროპულმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, ხოლო 27 ქვეყანა უკრაინას დამატებით საბრძოლო დახმარებას აღმოუჩენს.

ბოლო ცნობებით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა.

ოფიციალური კიევი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი მოლაპარაკებისთვის მზად არიან.

იტვირთბა....