რუსეთის SWIFT-დან გათიშვას ყველა ევროპულმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
როგორც ცნობილია ერთადერთი ქვეყნა, რომელიც რუსეთის ამ ორგანიზაციიდან გამოთიშვას არ ემხრობოდა უნგრეთი იყო.
როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ იაბლონსკი აცხადებს, უნგრეთი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, მათ შორის SWIFT-იდან გარიცხვას არ დაბლოკავს.
“ვესაუბრე პოლონეთში უნგრეთის ელჩს. უნგრეთი არ დაბლოკავს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, მათ შორის SWIFT-ის სისტემასთან დაკავშირებულს”, – წერს იაბლონსკი Twitter-ზე.
აღნიშნულ საკითხს რამდენიმე ევროპელი ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ, იტალია, გერმანია და კვიპროსი დათანხმდნენ, არ დაბლოკონ გადაწყვეტილება რუსეთისთვის Swift-ის აკრძალვის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ SWIFT ფინანსური ინსტიტუტების გაერთიანებაა, რომელიც 1973 წელს შეიქმნა და მისი სათავო ოფისი ბელგიაში მდებარეობს. ის დაცული სისტემაა, რომელიც ერთმანეთთან 11 000 ფინანსურ ინსტიტუტს აკავშირებს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე. SWIFT ბანკებს აწვდის ინფორმაციას ტრანზაქციის განხორციელებისას. ეს სისტემა უზრუნველყოფს ბანკებს შორის ფულად ტრანზაქციებს. მის გარეშე რუსეთიდან და რუსეთში თანხების გადარიცხვა სხვდასხვაა ტრანზაქციისთვის ვერ მოხდება.
რუსეთი აცხადებდა, რომ მისი SWIFT-დან გამოძევება ომის გამოცხადების ეკვივალენტი იქნებოდა.