ჩინეთის ნავთობიმპორტიორებმა, რომლებიც რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველები არიან, რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს, – აღნიშნულის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
იმპორტიორები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობდნენ, აცხადებენ, რომ ისინი რუსული ნავთობის შეძენას იქამდე შეაჩერებენ, სანამ სანქციების ამოქმედებაში უფრო მეტი სიცხადე არ იქნება შეტანილი. ამას ისინი სიფრთხილით ხსნიან და ამბობენ, არ გამორიცხავენ, რომ ნავთობის შეძენის შემთხვევაში მათ პრობლემები შეექმნათ და თავადაც მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში.
რუსული ESPO და Sokol მარკის ნავთობის შესყიდვის მომდევნო ეტაპი მარტის შუა რიცხვებში გაიმართება. Urals მარკის ნავთობი კი რომლის ტრანსპორტირებაც შავი ზღვის პორტებიდან ხდება, ამ კვირაში დიდი ფასდაკლებით იყიდება.
იანვარში ჩინეთი რუსეთისგან ერთ დღე-ღამეში ESPO-ს მარკის ნავთობის 818 000 ბარელს ყიდულობდა, თებერვალში კი ეს რაოდენობა 529 000-მდე შემცირდა.
ცნობისთვის, რუსეთის SWIFT-დან გათიშვას ყველა ევროპულმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, ხოლო 27 ქვეყანა უკრაინას დამატებით საბრძოლო დახმარებას აღმოუჩენს.
ბოლო ცნობებით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა. მედია ოფიციალური კიევის პასუხს ელოდება.