[su_quote]ვესაუბრე ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდა მოდის. მე მას ინფორმაცია მივაწოდე იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობს უკრაინა რუსეთის აგრესიას. ახლა 100 000-ზე მეტი დამპყრობელი იმყოფება ჩვენს მიწაზე. ისინი ისვრიან საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. ინდოეთს მოვუწოდე აღმოგვიჩინოს პოლიტიკური მხარდაჭერა გაერო-ს უშიშროების საბჭოში. შევაჩეროთ აგრესორი ერთად.[/su_quote]
აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, რუსეთის SWIFT-დან გათიშვას ყველა ევროპულმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, ხოლო 27 ქვეყანა უკრაინას დამატებით საბრძოლო დახმარებას აღმოუჩენს.
ბოლო ცნობებით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა. მედია ოფიციალური კიევის პასუხს ელოდება.