aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

უკრაინამ დაიბრუნა კუნძული, რომლის მცველი 13 უკრაინელი სამხედრო რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინამ დაიბრუნა კუნძული “ზმეინი”, რომლის მცველი 13 უკრაინელი სამხედრო გასულ დღეს, 24 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებს არ დანებდა და ყველა მათგანი დაიღუპა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ავრცელებს.

რუსებმა უკრაინელ სამხედროებს ორჯერ გაუმეორეს: “მე რუსული სამხედრო ხომალდი ვარ. გთავაზობთ დაყაროთ იარაღი და დაგვნებდეთ სისხლისღვრისა და გაუმართლებელი მსხვერპლის ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგბომბავთ!”, რაზეც უკრაინელებმა უპასუხეს: “რუსულო საომარო ხომალდო, იდი ნა*უი!”.

შეგახსენებთ, რომ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა – მოსახლეობას სთხოვენ სასწრაფოდ წავიდნენ თავშესაფარში.

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ რუსულმა დივერსიულმა ძალებმა კიევში შეაღწიეს.

ამასთან, რუსი ოკუპანტების მიერ ჩერნობილის ზონის დაკავების შემდეგ, რადიაციის დონემ იმატა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებებისა და ადამიანების სიკვდილის გაჩერებისკენ მოუწოდა.

იტვირთბა....