კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოსახლეობას სთხოვენ სასწრაფოდ წავიდნენ თავშესაფარში, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “პრავდა” ავრცელებს.
ჟურნალისტების ცნობით, განგაშის ხმები ისმის კიევის სხვადასხვა მიკრორაიონში, კერძოდ, სვიატოშინოში, ნივკიში, ბერესტეისკაიაში, ლუკიანოვსკაიაში, ობოლონში, ვინოჰრადარში, პოდილში, შევჩენკოვსკის რაიონში.
ცნობისთვის, 25 თებერვალს დილით კიევში, მტრის ჩამოვარდნილი თვითმფრინავის საცხოვრებელ კორპუსში ჩავარდნის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. ასევე, კიევში თვითმფრინავის ფრაგმენტების ჩამოვარდნის გამო, კერძო საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.
უკრაინულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ რუსულმა დივერსიულმა ძალებმა კიევში შეაღწიეს.
ამასთან, რუსი ოკუპანტების მიერ ჩერნობილის ზონის დაკავების შემდეგ, რადიაციის დონემ იმატა.