ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გავუყენოთ რუსული კანონი რუსული საკრუიზო გემის გზას” – 29 აპრილს ბათუმში აქცია გაიმართება

ბათუმში, ევროპის მოედანზე, 29 აპრილს, 19:00 საათზე, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართება.

“ამ დღეებში ჩვენი ნამდვილი საქართველო გამოჩნდა – გაბედული, პრინციპული, მშვიდობიანი, გონიერი, ენერგიული, განათლებული და ორგანიზებული.

ვაჩვენეთ, რომ არ გვეზარება, არ ვიღლებით და არ გვეშინია ამ ბრძოლაში ყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის ბოლო პერიოდის ჩვენი ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისა და ბედნიერი მომავლისთვის.

ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ ძველი მეთოდების ერთგულია და რეგიონებიდან იძულებით ჩაყვანილი ხალხის აქციას მართავს. ჩვენ კი, ვინც ბათუმში დავრჩით, ევროპის მოედანზე ვიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი დაუმორჩილებლობა.

29 აპრილს, 19:00 საათზე შემოუერთდი წინააღმდეგობის აქციას, გავუყენოთ რუსული კანონი რუსული საკრუიზო გემის გზას, როგორც ეს ერთი წლის წინ ბათუმში მოხდა,” – წერენ აქციის ორგანიზატორები.

იტვირთბა....