ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში, ბინის გაქურდვის ფაქტზე 23 წლის ქართველი დააკავეს

იტალიაში, ბინის გაქურდვის ფაქტზე 23 წლის ქართველი დააკავეს. მედიის ცნობით, დაკეტილ ბინაში, ორი ადამიანი შევიდა.

იქ დაყენებული განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ კი, ბინის მეპატრონის შვილმა ვიდეოსათვალთვალო კამერებში ნახა ორი პირი, რომლებსაც სახლიდან მოპარული ნივთები, მათ შორის საათები და ძვირფასეულობა, ჩანთებით გაჰქონდათ.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქართველის დაკავება შეძლეს და რომის რებიბიას ციხეში გადაიყვანეს. მიმდინარეობს მისი თანამზრახველის ძებნა.

იტვირთბა....