ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

რუსი ოკუპანტების მიერ ჩერნობილის ზონის დაკავების შემდეგ, რადიაციის დონემ იმატა

რუსი ოკუპანტების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღების შემდეგ, ჩერნობილის ზონაში რადიაციის დონემ იმატა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ბითვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

“რადიაციული კონტროლის ავტომატიზებული სისტემებიდან მიღებული მონაცემები მოწმობს, რომ დაკვირვების ქვეშ არსებული პუნქტების მნიშვნელოვან ნაწილზე მომატებულია გამა-გამოსხივების კონტროლის დონე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რადიაციის დონის ზრდის მიზეზებზე საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის გათვალიწინებით, რომ ტერიტორიას ოკუპანტები აკონტროლებენ. თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ “ეკოცენტრის” სპეციალისტები სენსორების ინდიკატორების რყევებს დიდი რაოდენობის მძიმე ტექნიკის გადაადგილებას უკავშირებენ.

ცნობისთვის, რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური გუშინ დაიკავეს და სადგურის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს.

იტვირთბა....