ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან – ზელენსკიმ პუტინს რუსულ ენაზე მიმართა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსთის პირველ პირს, ვალდიმერ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან იხმობს.

“მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიდის ბრძოლები. მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან იმისთვის, რომ შევაჩეროთ ადამიანების სიკვდილი”, – მიმართა ზელენსკიმ პუტინს რუსულ ენაზე.

ამასთან, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი მზადაა, მაღალ დონეზე გამართოს უკრაინასთან მოლაპარაკებები. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

 

იტვირთბა....