ახალი ამბები მსოფლიო

მე და ჩემი ოჯახი ვრჩებით…ჩემი ცხოვრების არსი უკრაინაა – იუშჩენკო

ძვირფასო თანამემამულენო,
ჩემი ცხოვრების არსი უკრაინაა. ჩემი ცხოვრების არსი თავისუფლებაა. თავისუფლება მზესავითაა, მაშინ ამჩნევ, როცა კარგავ, როცა მიდის…
მინდა სამუდამოდ შევინარჩუნოთ ჩვენი თავისუფლება, სამუდამოდ შევინარჩუნო ჩვენი სახელმწიფო!
უკრაინისთვის ამ მძიმე დღეებში, ვიდრე რუსეთის ფედერაციის მზარდი აგრესიის წინაშე ვართ, მინდა დაგარწმუნოთ, – მე და ჩემი ოჯახი უკრაინაში ვრჩებით!
ჩემი არჩევანი გაკეთებულია.
წინ უნდა წავიდეთ, ვერ გავჩერდებით, რომ ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა ამ გზის გავლა თავიდან არ დაიწყონ.
მე ვირჩევ თავისუფალ, ძლიერ და სამართლიან უკრაინას.
ჩვენ შეგვიძლია და უკრაინა გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას

 

აღნიშნული მიმართვა, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა. ამასთან პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს ჯარების საზღვარგარეთ გამოყენების ნებართვა სთხოვა – რაზეც თანხმობა უკვე მიიღო.

აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს გარკვეული სახის სანქციები დაუწესეს.

22 თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში რუსი სეპარატისტების პროვოკაციებს ერთი უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 6 ჯარისკაცი.

იტვირთბა....