ახალი ამბები მსოფლიო

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სასაზღვრო რეგიონებში დამატებით რეჟიმს აწესებს.

აღნიშნულის შესახებ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს .

კერძოდ, რუსეთის ფედერაციის, ბელორუსიის, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის (CADLO და ანექსირებული ყირიმი) და ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიებზე, დაწესებულია დამატებითი დროებითი რეჟიმის შეზღუდვები:

  • ღამით სასაზღვრო ზონაში ყოფნა;
  • ნებისმიერი მცურავი ხომალდის გასვლა საბაზისო წერტილებიდან;
  • მოძრაობა (გარდა სამხედრო, სამართალდამცავი ორგანოებისა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა) გზებზე, რომლებიც არ არის საავტომობილო გზების რეესტრში და მიდის სახელმწიფო საზღვრამდე.

ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაამტკიცა საგანგებო მდგომარეობის შემოღება უკრაინაში, გარდა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისა. ამ გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს უმაღლესმა რადამ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა. ამასთან პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს ჯარების საზღვარგარეთ გამოყენების ნებართვა სთხოვა – რაზეც თანხმობა უკვე მიიღო.

ცნობისთვის, აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს გარკვეული სახის სანქციები დაუწესეს.

22 თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში რუსი სეპარატისტების პროვოკაციებს ერთი უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 6 ჯარისკაცი.

იტვირთბა....