ახალი ამბები მსოფლიო

“დასავლეთის ყველაზე დიდი შეცდომა რუსეთთან” – ხუხაშვილი უკრაინის მოვლენებზე

ვინც იცნობს რუსეთის ბუნებას, იცის, რომ მიღებული სანქციები, როგორც შემაკავებელი ვერ იქნება ეფექტური და როგორც სადამსჯელო არასაკმარისია.
თუ გათვლაა რუს ხალხზე – ისტორიულად გაჭირვების გამო მათი აგრესიის ვექტორი ყოველთვის მიიმართება გარე მტრების და არა საკუთარი ხელისუფლებისკენ.
თუ გათვლაა რუსული ფინანსური ელიტის უკმაყოფილებაზე, ესეც ილუზიაა, რადგან ეს ხალხი მთლიანად ინტეგრირებულია ხელისუფლებაში და შესაბამისად პოლიტიკურად აბსოლუტურად კონტროლირებადი.
დასკვნა – დასავლეთის ყველაზე დიდი შეცდომა საკუთარი სტანდარტით მიდგომაა რუსეთთან.

 

აღნიშნულის შესახებ, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა. ამასთან პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს ჯარების საზღვარგარეთ გამოყენების ნებართვა სთხოვა – რაზეც თანხმობა უკვე მიიღო.

აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს გარკვეული სახის სანქციები დაუწესეს.

22 თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში რუსი სეპარატისტების პროვოკაციებს ერთი უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 6 ჯარისკაცი.

 

იტვირთბა....