ახალი ამბები მსოფლიო

პუტინს ძალიან კარგად ვიცნობ…ამას არასოდეს გააკეთებდა – ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ძალიან კარგად იცნობს.

მისივე თქმით, პუტინი ტრამპის მმართველობის პერიოდში უკრაინაში მსგავს რამეს არ მოიმოქმედებდა.

“სათანადოდ მოპყრობის შემთხვევაში, აბსოლუტურად არანაირი მიზეზი არ არსებობდა, რომ უკრაინაში დღევანდელი მოვლენები განვითარებულიყო.  მე ძალიან კარგად ვიცნობ ვლადიმერ პუტინს და ის არასოდეს გააკეთებდა ტრამპის ადმინისტრაციის დროს იმას, რასაც ახლა აკეთებს, არავითარ შემთხვევაში! რუსეთი ძალიან გამდიდრდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ნავთობის ფასები გაორმაგდა და მალე სამჯერ და ოთხჯერ გაიზრდება.

სუსტი სანქციები უმნიშვნელოა ქვეყნის და სტრატეგიულად განლაგებული მიწის მასიური ნაწილის აღებასთან შედარებით. ახლა დაიწყო, ნავთობის ფასები სულ უფრო და უფრო მატულობს და პუტინი არა მხოლოდ იღებს იმას, რაც ყოველთვის სურდა, არამედ ნავთობისა და გაზის ხარჯზე სულ უფრო მდიდრდება. აშშ  ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ენერგეტიკულად დამოუკიდებელი იყო….დამოუკიდებლობა, რომელიც აქამდე არასდროს გვქონია მოპოვებული და ნავთობის ფასებიც დაბალი იქნებოდა”, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა. ამასთან პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს ჯარების საზღვარგარეთ გამოყენების ნებართვა სთხოვა – რაზეც თანხმობა უკვე მიიღო.

ცნობისთვის, აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს გარკვეული სახის სანქციები დაუწესეს.

იტვირთბა....