[su_quote]უკრაინაში ვითარება ნელნელა იძაბება, რუსეთს დამატებითი ძალები შემოჰყავს და სავარაუდოდ ესკალაცია უახლოეს დღეებში დაიწყება[/su_quote]
აღნიშნულის შესახებ უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა და შესაბამის დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა. ცნობილი ხდება, რომ აღიარებისთვის მზად არის სირიაც.
ამასთან, პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში “მშვიდობის უზრუნველყოფა“ დაავალა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ არავის არაფერს დაუთმობენ და ეხლა დამტკიცდება ვინ არის მათი ნამდვილი მეგობარი.
ბოლო მონაცემებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების პროვოკაციების შედეგად დაიჭრა 12 და გარდაიცვალა 2 უკრაინელი სამხედრო.