ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების “აღიარებას”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის “აღიარებას”, რაც იმეორებს სცენარს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველო თქვენს გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას”, – წერს სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერში”.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

 

 

იტვირთბა....