ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ბატიაშვილი: კიევში რუსეთის საელჩოში დოკუმენტების დაწვა დაიწყეს

კიევში რუსეთის საელჩოში დოკუმენტების დაწვა დაიწყეს.
როგორც ყოფილი დიპლომატი, გეტყვით, რომ საელჩოები ამას იმ შემთხვევაში აკეთებენ ხოლმე, როდესაც წინასწარ იციან, რომ იქიდან წასვლა მოუწევთ.
კიდევ ერთი ინდიკატორი დიდი კონფლიქტის მოახლოების.

 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ბოლო ცნობებით, დღეს ამ რეგიონში მშვიდობა არ არის, რადგან რუსი ოკუპანტების მიერ გასროლილი ჭურვი ლუგანსკში მდებარე საბავშვო ბაღს მოხვდა.

მოსალოდნელი ესკალაციის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო კომუნიკაციას ცდილობს.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკში მდებარე სოფელი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი სამოქალაქო პირი დაშავდა.

“ბიბისი” იუწყება, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ზავი დაირღვა და ამაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან დამატებით 7 000 სამხედრო განალაგა.

”ჩვენი ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ისინი კვლავ მუქარის მდგომარეობაში რჩებიან. ფაქტი ფაქტად რჩება ახლა რუსეთს ჰყავს 150,000-ზე მეტი ჯარისკაცი, რომლებიც გარს აკრავს უკრაინასა და ბელორუსიას და განლაგებულია უკრაინის საზღვრის გასწვრივ”, – განაცხადა ბაიდენმა.

”ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო მეტ ცრუ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიისგან უახლოეს დღეებში. არ ვიცით, რა ფორმა ექნება ცრუ საბაბს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო მზად არის,“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

იტვირთბა....