ახალი ამბები მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინის საზღვარზე – ბაიდენის ადმინისტრაცია ახალ ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთმა უკრაინის საზღვართან დამატებით 7 000 სამხედრო განალაგა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას,  აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი CNN-თან საუბარში ასევე ყვება, რომ რუსეთი თავდასხმისთვის ყალბ საბაბს გამოიყენებს, მათ შორის NATO-ს აქტივობებსა და რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას.

„ისინი მხოლოდ საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს მოლაპარაკებებისა და დეესკალაციის შესახებ, მაშინ როცა არაოფიციალურად ომისთვის მობილიზებას ახორციელებენ,“ – განაცხადა მან.

”ჩვენი ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ისინი კვლავ მუქარის მდგომარეობაში რჩებიან. ფაქტი ფაქტად რჩება ახლა რუსეთს ჰყავს 150,000-ზე მეტი ჯარისკაცი, რომლებიც გარს აკრავს უკრაინასა და ბელორუსიას და უკრაინის საზღვრის გასწვრივ”, – განაცხადა ბაიდენმა.
”ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო მეტ ცრუ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიისგან უახლოეს დღეებში. არ ვიცით, რა ფორმა ექნება ცრუ საბაბს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო მზად არის,“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ვითარება ისევ დაძაბულია. როგორც რუსული მხარე აცხადებს, მათ სამხედრო ნაწილები უკრაინის საზღვრებიდან გაჰყავთ, თუმცა დასავლური მედია სხვა რამეს წერს.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

იტვირთბა....