ახალი ამბები მსოფლიო

რა ვითარებაა ლუგანსკის რეგიონში – რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა

უკრაინაში, რუსმა სეპარატისტებმა ლუგანსკში მდებარე სოფელი დაბომბეს.

როგორც უკრაინული მხარე იუწყება რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია.

აღნიშნულის შესახებ სტატიას “ბიბისი” ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, თავის მხრივ რუსული მედია წერს, რომ უკრაინამ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი რამდენიმე ადგილი დაბომბა, რადგან კიევი ცდილობდა “კონფლიქტის ესკალაციას”.

უკრაინის ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი იცავდნენ ყველა შეთანხმებას და რუს ოკუპანტებს ადანაშაულებდნენ ქალაქ ლუგანსკში მდებარე სოფლის დაბომბვაში და ორი მშვიდობიანი მოქალაქის დაჭრაში.

“ბიბისი” წერს, რომ ამ ბრალდებების დამოუკიდებელი გადამოწმება არ მომხდარა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის უკან დახევას ამ დროისთვის ვერ ხედავენ და პირიქით ვითარება სულ უფრო მეტად დაძაბული ხდება.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან დამატებით 7 000 სამხედრო განალაგა.

”ჩვენი ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ისინი კვლავ მუქარის მდგომარეობაში რჩებიან. ფაქტი ფაქტად რჩება ახლა რუსეთს ჰყავს 150,000-ზე მეტი ჯარისკაცი, რომლებიც გარს აკრავს უკრაინასა და ბელორუსიას და განლაგებულია უკრაინის საზღვრის გასწვრივ”, – განაცხადა ბაიდენმა.

”ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო მეტ ცრუ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიისგან უახლოეს დღეებში. არ ვიცით, რა ფორმა ექნება ცრუ საბაბს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო მზად არის,“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

იტვირთბა....