ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მდინარე ნაკრასში დაკარგული მეორე, 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

მდინარე ნაკრასში დაკარგული მეორე მოზარდის, 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი ნაკრასში პატარა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ის უკვე სახლშია გადასვენებული.

ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება კიდევ ერთი ახალგაზრდის საპოვნელად.

ცნობისთვის, 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესართავთან მოხდა.

იტვირთბა....