ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არა რუსულ კანონს! – თელავში, მეფე ერეკლეს ძეგლთან დღეს 18:00 საათზე აქცია დაანონსდა

რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია დღეს თელავშიც გაიმართება. მეფე ერეკლეს ძეგლთან აქცია 18:00 საათზეა დაანონსებული. ინფორმაციას Free movement, “არა რუსულ კანონს” და “ყვარლის ევროკლუბი” სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“არა რუსულ კანონს! – აქცია თელავში. სამშაბათს, 7 მაისს, 18:00 საათზე ვიკრიბებით ერეკლე მეორის ძეგლთან, რათა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და ვაჩვენოთ “ქართულ ოცნებას”, რომ არ მივცემთ საქართველოს ევროპული კურსის ცვილების უფლებას!

დავდგეთ ერთად, შევუერთდეთ ქვეყანაში მიმდინარე ურყევ პროტესტს და ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის! გელოდებით!

მათ, ვისაც აქციაზე დასწრების სურვილი გაქვთ და ტრანსპორტირების პრობლემა გაქვთ, გთხოვთ დაგვიკავშირდით,” – წერია ინფორმაციაში.

იტვირთბა....