ახალი ამბები მსოფლიო

(ფოტო-ვიდეო) რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის სოფელი დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის სოფელი დაბომბეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ვრცელდება.

“რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დაბომბეს ლუგანსკის რაიონის სოფელი სტანიცია ლუგანსკა. ტერორისტების მიერ მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაერთიანებული ძალების ოპერაციის სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში სასწრაფოდ გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ლუგანსკი გახდა ერთ-ერთი ადგილი, საიდანაც მინსკში გაფორმებული შეთანხმებების შედეგად რუსებმა სამხედრო ტექნიკა გაიყვანეს. ამ დროისთვის სადემარკაციო ხაზთან ქვეითთა ​​საგუშაგოა.

მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ესმის ყველა რისკი და მაქსიმალურად ემზადება რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესაძლო ესკალაციისთვის .

 

იტვირთბა....