ახალი ამბები მსოფლიო

ოკუპირებულ დონბასში 2 უკრაინელი სამხედრო დაიჭრა

უკრაინაში, ოკუპირებულ დონბასში, 2 უკრაინელი სამხედრო დაიჭრა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედია იუწყება, რომ 14 თებერვალს რუსმა ოკუპანტება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მინიმუმ 5-ჯერ დააღვიეს.

“რუსი ოკუპანტების მოქმედების შედეგად დაშავდა გაერთიანებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე. ჯარისკაცები სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან. ერთი სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მეორის – დამაკმაყოფილებელია”, – ნათქვამია ანგარიშში.

ცნობილი ხდება, რომ ტრეხიზბენკადან არც თუ ისე შორს მტერმა ცეცხლი გახსნა ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან.

ასევე, ნოვოტროიცკის მიმართულებით – დაზგური ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან, ხოლო პესკის გარეუბანში – ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან, მძიმე ტყვიამფრქვევებიდან და მცირე იარაღიდან. მარინკას მახლობლად ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატი განალაგეს. 

„დღევანდელი დილის 7 საათისთვის, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნეს შტაბში.

შეგახსენებთ, რომ რუსული სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრებთან თავდასხმის პოზიციაში გადავიდნენ.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ვითარება დაძაბულია. როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს მოსალოდნელი საფრთხის წინაშე მაქსიმალურად მობილიზებულები არიან და პანიკა აბსოლუტურად არ იგრძნობა.

უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

 

იტვირთბა....