დღეს, თბილისის დროით 21:03 საათზე, სოფელ სამებასთან 3.4(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მანამდე კი, მათივე ცნობით, დღეს თბილისის დროით 16:13 საათზე, სოფელ სამებასთან 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
სოფელ სამებასთან, კიდევ ერთი მიწისძვრა, დღეს, 03:35 საათზე მოხდა.
ცნობისთვის, გუშინ, 13 თებერვალს, საქართველოში 6,2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა – დეტალები იხილეთ ბმულზე.