აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ქუვეითის ენერგოობიექტებზე დრონებით თავდასხმებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები გამოიწვია” – BBC

ქუვეითის ნავთობკორპორაციის განცხადებით, ირანული დრონებით თავდასხმების სამიზნე მისი არაერთი ობიექტი გახდა, რამაც ხანძარი და მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგები გამოიწვია, – ინფორმაციას BBC-ი ქუვეითის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯგუფები ხანძრის ლოკალიზებასა და მისი გავრცელების თავიდან აცილებაზე მუშაობენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დარტყმები სპარსეთის ყურის რეგიონის სხვა ნაწილებშიც განხორციელდა, მათ შორის ნავთობქიმიურ და ენერგეტიკულ ობიექტებზე ბაჰრეინში.

იტვირთბა....