აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანმა კვლავ შეუტია სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანას

ირანის თავდასხმის შედეგად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნავთობქიმიურ საწარმოში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

მათი ცნობით, საუბარია კომპანია Borouge-ის ქარხანაზე. გავრცელებული ცნობით, განადგურებული დრონებუს ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი.

საწარმოს საქმიანობა შეჩერებულია და სპეციალისტები ზარალს აფასებენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი გაანეიტრალეს.

ირანმა იერიში მიიტანა ბაჰრეინის ნავთობის ინფრასტრუქტურაზეც.

ბაჰრეინის ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანიაში   განაცხადეს, რომ ირანის თავდასხმის შემდეგ ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი უკვე ჩააქრეს და ზარალის შეფასება.

ირანული დრონების იერიშის შესახებ ასევე განაცხადეს ბაჰრეინის ნავთობქიმიურ კომპანია Gulf Petrochemical Industries-შიც. მათი ინფორმაციით, სამრეწველო ობიექტებზე გაჩენილი ხანძრები უკვე ლიკვიდირებულია. დაშავებულების შესახებ  ინფორმაცია არც ამ შემთხვევაში გავრცელებულა.

ირანის დრონების თავდასხმის შესახებ იუწყება ქუვეითის ხელისუფლებაც.

მათი ცნობით, დაზიანებულია ელექტროსადგურები და წყლის გამტკნარების სადგურები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კიდევ ერთი დრონი შეეჯახა ქუვეითის ფინანსთა სამინისტროს კუთვნილ შენობას და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

იტვირთბა....