ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში დღეს მეორე მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს, თბილისის დროით 16:13 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

მანამდე კი,  სოფელ სამებასთან, კიდევ ერთი მიწისძვრა, დღეს, თბილისის დროით 03:35 საათზე მოხდა. 

ცნობისთვის, გუშინ, 13 თებერვალს, საქართველოში 6,2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა – დეტალები იხილეთ ბმულზე.

 

 

იტვირთბა....