არჩევნები აქტუალური თემა მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ისრაელის მიერ ლიბანზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა

ისრაელის მიერ ლიბანზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის დარტყმის შედეგად დაღუპულთა შორის ოთხი წლის ბავშვია.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სანაპირო ქალაქ სიდონთან ახლოს მდებარე ქალაქი კფარ ჰატა დაბომბეს.

როგორც ისრაელში აცხადებენ, იერიშამდე ქალაქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ დარტყმებს ლიბანის სხვადასხვა რაიონში, მათ შორის ბეირუთში.

ქვეყანაში თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 1 422 ადამიანი დაიღუპა.

იტვირთბა....