ახალი ამბები პოლიტიკა

წითლიძე: რაც სამეგრელოში ვარ, ამაზე რთული გადაწყვეტილება არ მიმიღია

ამაზე რთული გადაწყვეტილება ამ ათი წლის განმავლობაში რაც სამეგრელოში ვარ ჩემს გუნდთან ერთად არ მიმიღია, – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანი წითლიძემ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი იყო ზუგდიდელების ინტერესი და მუნიციპალიტეტის კრიზისიდან გამოყვანა.

“დიდი არჩევანი არ იყო: ან ის რაც მივიღეთ ან კრიზისი მუნიციპალიტეტში და ხელახალი არჩევნები. რა იქნებოდა შუალედურ არჩევნებზე ვინც არჩევნები ოდნავ მაინც იცის წარმოიდგენს.
დღეს ზუგდიდს ჰყავს უკვე მოქმედი საკრებულო რომელსაც შეუძლია ყველა ბერკეტი გამოიყენოს ბიუჯეტში ცვლილებებისთვის და არა მხოლოდ.

რაც შეეხება გახარიას. მე ვიდექი 20 ივნისს და მე პირადად გადავიტანე მისი ხელმძღვანელობით სამეგრელოში საარჩევნო ტერორი. მის კისერზეა კერზაიას საქმე, 20 ივნისი, ანაკლიის პორტი და არა მხოლოდ – ამაზე პასუხისგება მას მოუწევს მას შემდეგ რაც ქართული ოცნება დასრულდება ეს დასასრული კი დაიწყო წალეჯიხაში, ჩხოროწყუში, რუსთავში, დღეს უკვე ზუგდიდშიც ქართული ოცნება დამარცხა.

მაგრამ როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ისიც უნდა გვახსოვდეს რომ ამ არჩევნებზე ზუგდიდში 3000 მეტმა ( შეიძლება მეტიც ზუსტად არ მახსოვს) ზუგდიდელმა გადაწყვიტა მიუხედავად ყველაფრისა გახარიასთვის ხმა მიეცა და სამი მანდატით ყოფილიყო წარმოდგენილი საკრებულოში.
30 ათასმა ზუგდიდელმა, არჩევნებზე მოსულის უმრავლესობამ გვითხრა რომ ოპოზიცია უნდოდათ საკრებულოში და მიუხედავად ღირებულებითი სხვაობისა რომელიც მუდმივად იქნება – მთავარი იყო ზუგდიდელების ინტერესი და მუნიციპალიტეტის კრიზისიდან გამოყვანა.
წარმატებებს ვუსურვებ ზუგდიდის საკრებულოს ზუგდიდელების საკეთილდღეოდ.
ქოცების სახეებს რომ ვუყურე დღეს ამად ღირდა”, – აცხადებს წითლიძე.

ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”  წევრი გიგა ფარულავა აირჩიეს. მის კანდიდატურას საკრებულოს 25-მა დეპუტატმა, მათ შორის, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუჭირა მხარი.

იტვირთბა....