ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრი გიგა ფარულავა აირჩიეს. მის კანდიდატურას საკრებულოს 25-მა დეპუტატმა, მათ შორის, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუჭირა მხარი.
სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა “ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც არც კენჭისყრაში მიუღია მონაწილეობა.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ანი წითლაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” სხდომის ჩაშლას ცდილობდა, რომ კენჭისყრა არ გამართულიყო.
“ისინი ცდილობენ, ჩაშალონ საკრებულოს სხდომა, რომ დღეს აქ არ შედგეს კენჭისყრა. ეს ფაქტი მიუთითებს, რამდენად პანიკური შიში აქვთ, რომ დღეს ისინი საკრებულოში დაკარგავენ ძალაუფლებას და არჩეული იქნება ოპოზიციის კანდიდატი”, – ამბობდა კენჭისყრის დაწყებამდე წითლაძე.
“ქართულ ოცნების” დეპუტატები კი აცხადებენ, რომ ეს “ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის” და გახარიას პარტიის “პოლიტიკური ქორწინების” გაგრძელებაა.