aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

ბატიაშვილი უკრაინაზე: პუტინს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს…დრო იწურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პუტინს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს…დრო იწურება, – აღნიშნულის შესახებ ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ორი ვარიანტია, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს “სლავური ავღანეთი” და ეკონომიკის ჩამოქცევა ემუქრება.

ხოლო თუ არ შეიჭრება, პუტინი სახეს დაკარგავს როგორც რუსეთში, ისე – საერთაშორისო არენაზე.

“რეალურად, უკრაინის გარშემო ხდება ის, რის შესახებაც დიდი ხნის განმავლობაში ვწერდით და ვამბობდით – რუსეთმა დაასრულა სამხედრო სამზადისი უკრაინაში შესაჭრელად და რამდენიმე დღეში შეიძლება დაიწყოს კიდეც რუსეთ-უკრაინის დიდი ომი.
ამას ხედავს დასავლეთი და ამიტომაც მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა.
ვიღაც ამბობს, რომ იცის იმის შესახებ, რომ პუტინმა უკვე მიიღო შეჭრის გადაწყვეტილება. ზოგი ამბობს, რომ არ იცის.
მე ეს მეორე უფრო სწორი მგონია. არავინ იცის, რეალურად რა ტრიალებს პუტინის თავში.
12 თებერვალს გაიმართება ბაიდენ-პუტინის სატელეფონო საუბარი და ეს იქნება დასავლეთის ბოლო გაფრთხილება რუსეთის მიმართ.
პუტინს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს.
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მას “სლავური ავღანეთი” და ეკონომიკის ჩამოქცევა ემუქრება.
არშეჭრის შემთხვევაში კი ფიქრობს, რომ სახეს დაკარგავს როგორც რუსეთში, ისე – საერთაშორისო არენაზე.
მან ასეთ გამოუვალ სიტუაციაში თავად ჩაიყენა თავი. საბოლოო გადაწყვეტილებასაც თავად მიიღებს და თან მალე. დრო იწურება.
უკრაინაში კი არამარტო ამ ქვეყნის, არამედ ბევრი სხვის და მათ შორის, ჩვენი ბედიც წყდება.
იმპერია უნდა დაინგრეს!
უკრაინა გაიმარჯვებს!
ასე, რომ მთელი გულით Слава Україні! Героям слава!”, – წერს ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონბასში, უკრაინის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 7-ჯერ გახსნეს.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლური მედია “ავრცელებს აშკარა დეზინფორმაციას, ეწევა მანიპულირებას” რუსეთის სავარაუდო შეჭრის შესახებ უკრაინაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაზე “უახლოეს დღეებში” მოხდება.

10 თებერვლის მიჯნაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებას ურჩევს.

მან დასძინა, რომ ამერიკული არმია ვერანაირად ვერ დაეხმარება აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან ის არ აპირებს მის გაგზავნას მსოფლიოს ბირთვული სახელმწიფოების ჯარებს შორის პირდაპირი კონფლიქტის საფრთხის გამო. 

ამასთან, რამდენიმე ქვეყანამ და მათ შორის ევროკავშირმაც, უკრაინაში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს და მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდეს.

იტვირთბა....