ინგუშეთში, საქართველოს საზღვრიდან 61 კილომეტრში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები 12 კილომეტრის სიღმეში დაფიქსირდა.