ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სირიაში საქართველოს 2 მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ პანკისის ხეობის მოსახლეობა აცხადებს. გარდაცვლილები არიან სოფელ ბირკიანის მკვიდრი, 24 წლის რამზან ფარეულიძე და სოფელ ომალოს მკვიდრი, 22 წლის მუხმად თურქოშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ფარეულიძე და თურქოშვილი “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდნენ.

ორივე სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა.

იტვირთბა....